Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯორჯ ბუში მოულოდნელად ეწვია ბაღდადს


ჯორჯ ბუში მოულოდნელად ეწვია ბაღდადს და იქ ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად აღნიშნა მადლიერების დღე,

ჯორჯ ბუში მოულოდნელად ეწვია ბაღდადს და იქ ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად აღნიშნა მადლიერების დღე,
რომელსაც ამერიკელები დღეს, ხუთშაბათს ზეიმობენ. პრეზიდენტმა და სამხედროებმა ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტში ივახშმეს. აი, რა უთხრა ჯორჯ ბუშმა ამერიკელ სამხედრო პირებს: [ჯორჯ ბუშის ხმა] "როცა ეხმარებით ერაყელ ხალხს თავისუფლების მოპოვებაში, ხელს უწყობთ ვითარების მოგვარებას ძალადობით მოცულ რეგიონში. როცა ხელს უწყობთ ახლო აღმოსავლეთის შუაგულში მშვიდობიანი და დემოკრატიული ქვეყნის აშენებას, ამით საფრთხისაგან იცავთ ამერიკელ ხალხს და ჩვენ მადლობელი ვართ". შემდეგ ბუში შეხვდა ერაყის მმართველი საბჭოს ოთხ წევრს. ვიზიტმა ორსაათნახევარი გასტანა. ხუთშაბათს უფრო ადრე გავრცელებული ინფორმაციით, ერაყის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე ჯალალ თალაბანი შეხვდა ერაყელი შიიტების რელიგიურ ლიდერ აიათოლა ალი ალ-სისტანის მისგან ერაყში ამერიკელების გეგმის საწინააღმდეგო არგუმენტების მოსასმენად. შეხვედრის შემდეგ თალაბანიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ალ-სისტანი ემხრობა არა მარტო ასამბლეის, არამედ ერაყში ყველა ადმინისტრაციული და პოლიტიკური ორგანოს შემადგენლობის არჩევნების მეშვეობით დადგენას. და კიდევ ერთი ცნობა ერაყიდან: ამერიკელი სამხედროების განცხადებით, გუშინ დაკითხვის დროს გარდაიცვალა სადამ ჰუსეინის ყოფილი შეიარაღებული ძალების სარდალი, გენერალ-მაიორი აბედ ჰამედ მაუჰუში.
XS
SM
MD
LG