Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო


საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ უკმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით,

საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ უკმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით,
რომ რუსეთის ხელისუფლებამ მოლაპარაკება გამართა მოსკოვში აჭარის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ლიდერებთან. "როცა ასეთი შეხვედრები საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად და მისი სრული იგნორირებით იმართება, ბუნებრივია მსგავსი მოქმედებები თბილისის სერიოზულ გაღიზიანებას იწვევს", - განაცხადა დღევანდელ პრესკონფერენციაზე თბილისში ნინო ბურჯანაძემ. მისივე თქმით, რუსეთს ექნებოდა ანალოგიური რეაქცია, თბილისში რუსეთის ავტონომიური სუბიექტების ხელმძღვანელები რომ მიეწვიათ. დღესვე ნინო ბურჯანაძემ მოლაპარაკება გამართა თბილისში შეერთებული შტატების ნატოს კომისიის თავმჯდომარე ბრუს ჯექსონთან. მოლაპარაკების შემდეგ ბრუს ჯექსონმა განაცხადა [ბრუს ჯექსონის ხმა]: "მომეცა შესაძლებლობა აღმეწერა პრეზიდენტის მოავალეობის შემსრულებლისთვის ის დიდი სიმპატია და ერთსულოვანი მხარდაჭერა, რაც ვაშინგტონსა და მთელს ევროპაში გამოიწვია იმ მშვიდობიანმა მოვლენებმა, საქართველოში რომ მოხდა განვლილი კვირის თუ ათი დღის განმავლობაში".
XS
SM
MD
LG