Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთის


აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთის არაოფიციალურმა სამშვიდობო შეთანხმებამ შესაძლოა, ხელი შეუწყოს

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთის არაოფიციალურმა სამშვიდობო შეთანხმებამ შესაძლოა, ხელი შეუწყოს
ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის მოგვარებას. ლაპარაკია გეგმაზე, რომელიც ისრაელისა და პალესტინელების წარმომადგენლებმა, კერძო პირებმა შეიმუშავეს. შეთანხმება ითვალისწინებს ისრაელის გსვლას 1967 წლის ომის შემდეგ ოკუპირებული ტერიტორიების უდიდესი ნაწილიდან პალესტინელების მშვიდობაზე დაყაბულების სანაცვლოდ. გეგმა ითვალისწინებს ასევე იერუსალიმში ისრაელისა და პალესტინელების ერთობლივი ადმინისტრაციის ამოქმედებას და დემილიტარიზებული პალესტინის სახელმწიფოს შექმნას. სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი ხვალ ვაშინგტონში შეხვდება გეგმის ავტორებს ისრაელის მთავრობის პროტესტის მიუხედავად.
XS
SM
MD
LG