Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭომ ბრიტანეთის


საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭომ ბრიტანეთის ხელისუფლებას მიმართა იმის გასარკვევად,

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭომ ბრიტანეთის ხელისუფლებას მიმართა იმის გასარკვევად,
კანონიერად იყო თუ არა გაცემული პასპორტი, რომლითაც ცნობილი რუსი ოლიგარქი ბორის ბერეზოვსკი თბილისში ჩაფრინდა. შესაბამისად გაიკრვევა, ჰქონდა თუ არა ადგილი ბერეზოვსკის მიერ საზღვრის უკანონო დარღვევის ფაქტს. ბერეზოვსკი, რომელზეც რუსეთში თაღლითობისა და ფულის მითვისების ბრალდებით ძებნაა გამოცხადებული, 3 დეკემბერს ღამით რამდენიმე საათი იმყოფებოდა თბილისში. ის სხვის სახელზე გამოწერილი პარსპორტით სარგებლობდა. მოსკოვმა საქართველოსაგან მოითხოვა ახსნა-განმარტება იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ დააკავეს ბერეზოვსკი. თვით ბერეზოვსკიმ კი ლოდნონში დაბრუნების შემდეგ თბილისში სტუმრობის მიზეზად დაასახელა მეგობართან, ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილთან შეხვედრა. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ ჯემალ გახოკიძის განცხადებით, პატარკაციშვილსაც დაკითხავენ ბერეზოვსკის ვიზიტთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG