Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სამხრეთში, სტავროპოლის რაიონში საგარეუბნო


რუსეთის სამხრეთში, სტავროპოლის რაიონში საგარეუბნო სამგზავრო მატარებლის აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა. დაშავებულია 170 ადამიანი, მათგან 22

რუსეთის სამხრეთში, სტავროპოლის რაიონში საგარეუბნო სამგზავრო მატარებლის აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა. დაშავებულია 170 ადამიანი, მათგან 22
კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკოლაი პატრუშევი წინასწარ ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ აფეთქებაში სამი ქალი და ერთი მამაკაცი მონაწილეობდნენ. ისინი მატარებელში იმყოფებოდნენ. მათგან ორი ქალი აფეთქებამდე ცოტა ხნით ადრე მატარებლიდან გადახტა. მესამე ქალი მძიმე მდგომარეობაშია. აფეთქებაში მონაწილე მამაკაცის ამოცნობა კი ვერ ხერხდება, რადგან მისი ცხედარი ძალიან არის დასახიჩრებული, მას ფეხებზე ყუმბარები ჰქონდა მიმაგრებული. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ აფეთქების მიზანი რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნების წინ ვითარების დესტაბილიზაცია იყო. პუტინმა აგრეთვე განაცხადა, რომ მომხდარი ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს საერთაშორისო ტერორიზმი, რომელიც მსოფლიოს ბევრ ქვეყანას ემუქრება, რუსეთისთვის და რომ ტერორიზმი სასტიკი, მზაკვარი და საშიში მტერია.
XS
SM
MD
LG