Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვოს ქალაქ კოსოვსკა-მიტროვიცაში სერბ ნაციონალისტთა


კოსოვოს ქალაქ კოსოვსკა-მიტროვიცაში სერბ ნაციონალისტთა ჯგუფმა დღეს ქვები ესროლა რესტორანს,

კოსოვოს ქალაქ კოსოვსკა-მიტროვიცაში სერბ ნაციონალისტთა ჯგუფმა დღეს ქვები ესროლა რესტორანს,
რომელშიც კოსოვოს პრემიერ-მინისტრს ბაირამ რეჯეპის საქმიანი შეხვედრა ჰქონდა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან. რეჯეპისა და მის სტუმრებს უკანა შესასვლელიდან მოუხდათ ქალაქის სერბიულ ნაწილში მდებარე რესტორნის დატოვება. მსოფლიო ბანკის დელეგაციის ორი ავტომანქანა სერბმა ნაციონალისტებმა დაწვეს, კიდევ ერთი - სერიოზულად დააზიანეს. კოსოვოს პრემიერ-მინისტრი ქალაქის ალბანურ ნაწილში გადაიყვანეს. დღესვე ბელგრადში, სერბიის პრემიერ-მინისტრმა ზორან ჟივკოვიჩმა განაცხადა, რომ გაერო და ნატო სათანადო ზომებს არ ღებულობენ კოსოვოში უშიშროების უზრუნველსაყოფად.
XS
SM
MD
LG