Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალესტინელების 5-მა ორგანიზაციამ, მათ შორის


პალესტინელების 5-მა ორგანიზაციამ, მათ შორის გასამხედროებულმა მოძრაობა "ჰამასმა", უარყო ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს ისრაელისთვის ზავის

პალესტინელების 5-მა ორგანიზაციამ, მათ შორის გასამხედროებულმა მოძრაობა "ჰამასმა", უარყო ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს ისრაელისთვის ზავის
შეთავაზებას ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლების მიზნით. ამის შესახებ იუწყებიან ქაიროდან, სადაც პალესტინელების 13 ორგანიზაციის მონაწილეობით მიმდინარეობდა მოლაპარაკება შესაძლო ზავი საკითხზე. როგორც "ჰამასის" წარმომადგენელმა მოჰამედ ნაზალმა აღნიშნა: [ნაზალის ხმა] "ჰამასის" პასუხი არის ის, რომ "ჰამასი" არ არის მზად სრულმასშტაბიანი ზავისთვის." მაგრამ ასევე ნაზალის თქმით, "ჰამასი" არ გადაუხვევს წუხელ მიღწეული შეთანხმებიდან, რომელიც ითვალისწინებს ისრაელის ტერიტორიაზე თავდასხმების შეწყვეტას. უფრო ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პალესტინელების პრემიერ-მინისტრმა აჰმად კურეიმ განაცხადა, რომ პალესტინელები იმ შემთხვევაში მიემხრობიან ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტას, თუ ისრაელი შეწყვეტს პალესტინელებისა და მათი მიწისადმი ყველა ფორმის აგრესიას. ამ საკითხს კურეი ქაიროში ეგვიპტის პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქთან შეხვედრის შემდეგ შეეხო.
XS
SM
MD
LG