Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიტიკური მოძრაობა ახალი მემარჯვენეები "საგანგაშოს"


პოლიტიკური მოძრაობა ახალი მემარჯვენეები "საგანგაშოს" უწოდებენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ზურაბ ჭიაბერაშვილის ინიციატივას

პოლიტიკური მოძრაობა ახალი მემარჯვენეები "საგანგაშოს" უწოდებენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ზურაბ ჭიაბერაშვილის ინიციატივას
4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ამომრჩეველთა წინასწარი რეგისტრაციის წესის შემოღების თაობაზე. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "ახლების" ლიდერმა დავით გამყრელიძემ განაცხადა, "ამომრჩეველთა სიების შედგენა აღნიშნული პრინციპით არ შეიძლება, რადგან ეს არჩევნების ჩაშლას უტოლდება". "დაუშვებელია ამომრჩეველთა სიების გადაქცევა მხარდამჭერთა სიებად" - დასძინა გამყრელიძემ.
XS
SM
MD
LG