Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოდორის ხეობაში პრეზიდენტის რწმუნებულის ემზარ


კოდორის ხეობაში პრეზიდენტის რწმუნებულის ემზარ კვიციანის თქმით, რეგიონში მშვიდი ვითარებაა

კოდორის ხეობაში პრეზიდენტის რწმუნებულის ემზარ კვიციანის თქმით, რეგიონში მშვიდი ვითარებაა
და ზამთრის პერიოდში ერთადერთი პრობლემა არის საჰაერო ტრანსპორტის ნაკლებობა.
პრაიმ-ნიუსს მოჰყავს კვიციანის სიტყვები იმის თაობაზე, რომ ხეობაში კრიმინალური პრობლემები არ არსებობს, და თუ უწინ ადამიანის გატაცებაც კი ხდებოდა, ბოლო დროს სამართალდარღვევათა ფაქტები თითქმის აღარ ფიქსირდება. რწმუნებულის თქმით, კოდორის ხეობა ზამთარს მომზადებული ხვდება, სურსათისა და საწვავის აუცილებელი მარაგი იქ ოქტომბრის ძლიერ წყალდიდობამდე შეიტანეს. ამავე დროს, კვიციანმა აღნიშნა, რომ სტიქიის მიერ დანგრეული გზები და ხიდები დღემდე არ არის აღდგენილი, ხოლო მომავალი წლის ზაფხულამდე სარემონტო სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია.
XS
SM
MD
LG