Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თქვა


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ ის წინააღმდეგია კონსტიტუციაში რაიმე ცვლილების შეტანისა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ ის წინააღმდეგია კონსტიტუციაში რაიმე ცვლილების შეტანისა.
მისი თქმით, ახლანდელი კონტიტუცია ქვეყნის სტაბილურობის საფუძველია, ის ხელს უწყობს რეფორმებსა და განვითარებას. ეს განცხადება მოჰყვა ხმების გავრცელებას, რომ საპარლამენტო უმრავლესობა პუტინს საშუალებას მისცემს კონტიტუციის შეცვლით მესამედ იყაროს კენჭი საპრეზიდენტო არჩევნებში.
დღესვე ევროპის კომისიამ თავისი ხმა შეუერთა აშშ-ის და ეუთოს ბრალდებას, რომ რუსეთის საპარლამენტო არჩევნები არ აკმაყოფილებდა საერთაშორისო დემოკრატიულ სტანდარტებს. ევროპის კომისიის წარმომადგენელმა "რადიო თავისუფლებას" უთხრა, რომ რუსეთის ოფიციალური პირები არჩევნებში უპირატესობის მისაღწევად სახელმწიფო რესურსებს და მედიაზე კონტროლს იყენებდნენ.
XS
SM
MD
LG