Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკის სარდლობამ აღიარა, რომ პარასკევს


ამერიკის სარდლობამ აღიარა, რომ პარასკევს, ავღანეთის პაქტიის პროვინციის ქალაქ გარდეზთან,

ამერიკის სარდლობამ აღიარა, რომ პარასკევს, ავღანეთის პაქტიის პროვინციის ქალაქ გარდეზთან,
აშშ-ის სამხედრო ავიაციის მიერ მოწყობილ იერიშს რვა ადგილობრივი მოსახლის სიცოცხლე შეეწირა, რომელთაგან ექვსი ბავშვია. სარდლობის წარმომადგენლის ბრაიან ჰილფერტის განცხადებით, იერიში მიტანილ იქნა შენობათა კომპლექსზე, სადაც თალიბანის ერთ-ერთი ლდერი მოლა ჯილანი იმალებოდა. [ბრაიან ჰილფერტის ხმა] 33 "იერიშის მეორე დღეს, როცა ნანგრევების გაწმენდა დავიწყეთ, ჩამოქცეული კედლის ნანგრევებში ექვსი ბავშვისა და ორი მოზრდილი ადამიანის გვამები აღმოვაჩინეთ. ზუსტად არ ვიცით, რატომ ჩამოინგრა კედელი. ჩვენ დარტყმა მივაყენეთ შენობას, მაგრამ ამის შემდეგ იქ კიდევ რამდენიმე აფეთქება მოხდა." ბრაიან ჰილფერტიმ ღრმა მწუხარება გამოთქვა ადამიანთა დაღუპვის გამო, მაგრამ აღნიშნა, რომ ომის პირობებში ამგვარი ტრაგედიების გამორიცხვა მომავალშიც შეუძლებელი იქნება.
XS
SM
MD
LG