Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიოს ლიდერები მიესალმებიან სადამ ჰუსეინის


მსოფლიოს ლიდერები მიესალმებიან სადამ ჰუსეინის დაპატიმრების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

მსოფლიოს ლიდერები მიესალმებიან სადამ ჰუსეინის დაპატიმრების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.
გაეროს გენერალური მდივნის კოფი ანანის თქმით, ჰუსეინის დაკავება კიდევ ერთი შანსია საიმისოდ, რათა ერაყის სტაბილიზებისკენ მიმართულ ძალისხმევას ახალი იმპულსი მიეცეს. გერმანიის, საფრანგეთისა და რუსეთის ლიდერებმა, ანუ იმ ქვეყნებისა, რომლებიც ერაყში სამხედრო კამპანიის დაწყებას ეწინააღმდეგებოდნენ, განაცხადეს, რომ ჰუსეინის დაპატიმრება ერაყს უფრო უსაფრთხო ადგილად აქცევს და ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლიტიკური წესრიგის აღდგენას. აშშ-ის მთავარი მოკავშირის, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა განაცხადა, რომ ერაყის ყოფილი დიქტატორის დატყვევება საბოლოოდ გააქარწყლებს ადამიანთა ერთი ნაწილის შიშს სადამის შესაძლო დაბრუნების წინაშე. [ტონი ბლერის ხმა] "სადამი ჩამოცილებულია ხელისუფლებას. ის აღარასოდეს დაბრუნდება. ერაყელმა ხალხმა ახლა ეს იცის. და სწორედ ისინი გადაწყვეტენ მის ბედს." სადამ ჰუსეინის დაპატიმრებას მრავალი სხვა ქვეყნის ლიდერებიც მიესალმნენ.
XS
SM
MD
LG