Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ირანის ხელისუფლება მზად არის, ამნისტია


"ირანის ხელისუფლება მზად არის, ამნისტია გამოუცხადოს ოპოზიციური დაჯგფება "ეროვნული მოჯაჰედების" წევრთა უმრავლესობას,"

"ირანის ხელისუფლება მზად არის, ამნისტია გამოუცხადოს ოპოზიციური დაჯგფება "ეროვნული მოჯაჰედების" წევრთა უმრავლესობას,"
განაცხადა ირანის პრეზიდენტმა მოჰამად ხათამიმ. მისი სიტყვებით, ისინი, ვისაც დანაშაული არ ჩაუდენია, უნდა ამნისტირებულ იქნენ. ხოლო ვინც შეიარაღებულ ბრძოლას აწარმოებდა ირანის სასულიერო რეჟიმის წინააღმდეგ, მას ღია სასამართლო ელის. ირანის "ეროვნული მოჯაჰედები" ერაყში იყვნენ განლაგებული სადამ ჰუსეინის რეჟიმის დროს. ერაყის მმართველმა საბჭომ გადაწყვიტა, დეკემბრის ბოლომდე შეიარაღებული ოპოზიციის წევრები სამშობლოში გააგზავნოს.
XS
SM
MD
LG