Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის ბასმანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება


მოსკოვის ბასმანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ჩემი პატიმრობის გაგრძელების შესახებ - უკანონოა და საფრთხეს უქმნის რუსეთში თავად მართლმსაჯულების არსებობას

მოსკოვის ბასმანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ჩემი პატიმრობის გაგრძელების შესახებ - უკანონოა და საფრთხეს უქმნის რუსეთში თავად მართლმსაჯულების არსებობას
- ნათქვამია ნავთობკომპანია "იუკოსის" ყოფილი მმართველის, მიხაილ ხოდორკოვსკის განცხადებაში. ეს დოკუმენტი საზოგადოებრივმა ორგანიზაცია "ღია რუსეთმა" გაავრცელა დღეს. როგორც ხოდორკოვსკი აღნიშნავს, პატიმრობაში მისი შემდგომი ყოფნის აუცილებლობის თაობაზე გენერალურ პროკურატურას არანაირი დამადასტურებელი საბუთი არ წარმოუდგენია. გუშინ, ბასმანის რაიონულმა სასამართლომ, გენერალური პროკურატურის შუამავლობით 25 მარტამდე გააგრძელა ხოდორკოვსკის პატიმრობაში ყოფნის ვადა. ცნობილი ბიზნესმენი თითქმის ორი თვეა ციხეში ჰყავთ გამომწყვდეული.
XS
SM
MD
LG