Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო


საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე მოსკოვში შეხვდა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს.

საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე მოსკოვში შეხვდა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს.

კრემლში გამართულ შეხვედრაზე პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთისთვის "სულ ერთი არ არის", როგორ მიმდინარეობს საქართველოში არჩევნებისწინა პროცესები. [პუტინის ხმა] "შეიძლება ითქვას, რომ საქართველო თავისი ისტორიის მძიმე პერიოდში იმყოფება. იგი არჩევნების პირასაა. ჩვენ ინდიფერენტული არ ვართ ამ პროცესის განვითარების მიმართ. ამიტომაც მადლობელი ვართ, რომ დრო გამონახეთ მოსკოვში ჩამოსასვლელად ორმხრივი ურითიერთობისა და, რუსეთ-საქართველოს მომავალი ურთიერთობის თაობაზე აზრთა გაცვლა-გამოცვლისთვის." თავის მხრივ, ნინო ბურჯანაძემ ვლადიმირ პუტინთან გამართულ შეხვედრას ორი ქვეყნის ურთიერთობებში გარღვევა უწოდა. "შედგა გულახდილი საუბარი ურთიერთნდობის პირობებში და ამ თვალსაზრისით მას შეიძლება გარღვევა ეწოდოს, რადგან საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს ყოველთვის ხელს უშლიდა ნდობის დეფიციტიო", განაცხადა ბურჯანაძემ მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე. მანამდე, თვით შეხვედრაზე, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა: [ბურჯანაძის ხმა] "დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოს ხელმძღვანელებთან თქვენი ეს და სხვა შეხვედრები დახმარებას გასწევს იმ პრობლემების გადაწყვეტაში, რომლებიც დაგროვდა ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობაში. და რომ ნამდვილად შევძლებთ დავიწყოთ ახალი ეტაპი ჩვენი ურთიერთობებისა, რომელიც უპასუხებს როგორც რუსეთის, ისე საქართველოს ინტერესებს." მოგვიანებით ნინო ბურჯანაძე რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი ივანოვს შეხვდა. ივანოვმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველოდან თავისი სამხედრო ბაზების გასატანად რუსეთს, სულ ცოტა, 11 წელი დასჭირდება.
XS
SM
MD
LG