Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თელ-ავივში განხორციელებული ტერაქტის შედეგად დაიღუპა


თელ-ავივში განხორციელებული ტერაქტის შედეგად დაიღუპა ოთხი და დაშავდა ათზე მეტი ადამიანი.

თელ-ავივში განხორციელებული ტერაქტის შედეგად დაიღუპა ოთხი და დაშავდა ათზე მეტი ადამიანი.
ბომბი დღეს საღამოს, ავტობუსის გაჩერებაზე აფეთქდა. ტერაქტისთვის პასუხისმგებლობა იკისრა "პალესტინის განთავისუფლების სახალხო ფრონტმა", რომლის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ეს ორგანიზაცია ახალი თავდასხმების მოწყობას გეგმავს. პასუხად ისრაელის ხელისუფლებამ მთლიანად ჩაკეტა სასაზღვრო გადასასვლელები პალესტინელთა ტერიტორიებთან. დღესვე, ქალაქ ღაზაში, ისრაელის ვერტმფრენიდან გახსნილი ცეცხლით, მოკლულ იქნა ექსტრემისტული დაჯგუფება "ისლამური ჯიჰადის" ერთ-ერთი ხელმძღვანელი მოყბელ ჰამიდი. ჰამიდის გარდა დაიღუპა კიდევ ოთხი ადამიანი.
XS
SM
MD
LG