Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყელმა მეამბოხეებმა დღეს საარტილერიო ცეცხლი


ერაყელმა მეამბოხეებმა დღეს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს ბაღდადში მდებარე შენობებს:

ერაყელმა მეამბოხეებმა დღეს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს ბაღდადში მდებარე შენობებს:
სასტუმროებს, საელჩოებსა და აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი ერაყის დროებითი სამოქალაქო ადმინისტრაციის შენობას. კორესპონდენტთა ცნობით, ეს იერიშები ყველაზე დიდი მასშტაბისა იყო ერაყის დამხობილი პრეზიდენტის სადამ ჰუსეინის დაპატიმრებიდან, ანუ 13 დეკემბრიდან მოყოლებული. რამდენიმე ჭურვი აფეთქდა ბაღდადის ცენტრში, სასტუმროებთან "შერატონთან" და "ბაღდადთან". ერთი ჭურვი მოხვდა ირანის საელჩოს გალავანს, ხოლო ერთი - თურქეთის საელჩოს. კიდევ ერთი ჭურვი აფეთქდა გერმანიის საელჩოს მახლობლად მდებარე საცხოვრებელ სახლთან.
XS
SM
MD
LG