Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის ინფორმაციის მინისტრმა შეიხმა რაშიდ


პაკისტანის ინფორმაციის მინისტრმა შეიხმა რაშიდ აჰმედმა განაცხადა,

პაკისტანის ინფორმაციის მინისტრმა შეიხმა რაშიდ აჰმედმა განაცხადა,
რომ პრეზიდენტ ფერვეზ მუშარაფზე უკანასკნელი თავდასხმა ქაშმირელმა და ავღანელმა ექსტრემისტებმა მოაწყვეს. მისივე თქმით, გამოძიებისთვის უკვე ცნობილია იმ ორი თვითმკვლელი-ტერორისტის ვინაობა, რომლებმაც ხუშაბათს ქალაქ რავალპინდიში მუშარაფის ავტომანქანის აფეთქება სცადეს. რაშიდ აჰმედის ხელთ არსებული ინფორმაციით, ორივე ბოროტმოქმედი საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციებთანაა დაკავშირებული. რავალპინდიში მომხდარი აფეთქებების შედეგად მოკლულ იქნა 15, ხოლო 45 ადამიანი დაიჭრა. ეს მეორე თავდასხმა იყო პაკისტანის პრეზიდენტზე განვლილი ორი კვირის მანძილზე.
XS
SM
MD
LG