Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბიაში გუშინ გამართული საპარლამენტო არჩევნების


სერბიაში გუშინ გამართული საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად,

სერბიაში გუშინ გამართული საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად,
გაიმარჯვა ულტრამემარჯვენე რადიკალურმა პარტიამ, რომელსაც სათავეში უდგას ვოისლავ შეშელი, ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალის მიერ სამხედრო დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პოლიტიკოსი. საარჩევნო კომისიის ცნობით, რადიკალურ პარტიას 250-ადგილიან საკანონმდებლო ორგანოში 81 ადგილი ერგო. კონსერვატულმა დემოკრატიულმა პარტიამ 50 მანდატზე ცოტა მეტი მოიპოვა, ხოლო პროდასავლურმა დემოკრატიულმა პარტიამ - დაახლოებით 35 მანდატი. 22 ადგილი ექნება სოციალისტურ პარტიას, რომლის ლიდერია იუგოსლავიის ყოფილი პრეზიდენტი სლობოდან მილოშევიჩი. ჯერჯერობით გაურკვეველია, რომელი პარტიები შექმნიან კოალიციურ მთავრობას. ეუთოს წარმომადგენელმა გერჰარდ ვაისკირხენმა განაცხადა, რომ სერბიაში ჩატარებული არჩევნები დემოკრატიული ძალების მიმართ იქცა მოწოდებად, დაძლიონ უთანხმოებები და გააერთიანონ ძალისხმევა საერთო მიზნის მისაღწევად.
XS
SM
MD
LG