Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალესტინელთა წყაროებზე დაყრდნობით საერთაშორისო სააგენტოებმა

პალესტინელთა წყაროებზე დაყრდნობით საერთაშორისო სააგენტოებმა გაავრცელეს ცნობა, რომ ისრაელის შვეულმფრენმა ცეცხლი გაუხსნა ავტომობილს, რომელშიც "ჰამასის" ექსტრემისტული გაერთიანების წარმომადგენლები ისხდნენ.

ცნობით, ერთი მათგანი დაიჭრა. დაიჭრა ასევე მახლობლად მყოფი 10 პირი. ისრაელის არმიის განცხადება მომხდართან დაკავშირებით არ გავრცელებელა. ისრაელის ჯარმა დღეს რეიდი მოაწყო პალესტინელთა ტერიტორიაზე, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე,
ქალაქ ნებლუსში. ოპერაციის დროს სროლა ატყდა, ქალაქში კომენდატის საათი დაწესდა. ისრაელის თანახმად, ამ ქალაქში პალესტინელ ექსტრემისტთა ორგანიზაციების ბაზები იმყოფება.
XS
SM
MD
LG