Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში ცოცხალს მიაკვლიეს მამაკაცს, რომელმაც


ირანში ცოცხალს მიაკვლიეს მამაკაცს, რომელმაც მიწისძვრის შემდეგ 13 დღე დაჰყო ნანგრევებში.

ირანში ცოცხალს მიაკვლიეს მამაკაცს, რომელმაც მიწისძვრის შემდეგ 13 დღე დაჰყო ნანგრევებში.
მაგრამ ის ნანგრევებიდან ამოყვანის შემდეგ კომაში ჩავარდა და, როგორც ქალაქ ბამში საველე ჰოსპიტალის ექიმები შიშობენ, შესაძლოა ვერ გადარჩეს. ექიმების განმარტებით, მამაკაცმა ამდენი ხანი იმის გამო გაძლო, რომ ჰქონდა წყალი და ამოფარებული იყო ავეჯს, რაც მას სუნთქვის საშუალებას აძლევდა. მიწისძვრის შემდეგ გადარჩენის ასევე გახმაურებული შემთხვევა უკავშირდება 90 წელს გადაბიჯებულ ქალს, რომელმაც კვირაზე მეტი ხანი დაჰყო ნანგრევებში და, როგორც ჩანს, ჯანმრთელი დარჩა. მიწისძვრამ ბამში 26 დეკემბერს შენობების 90-მდე პროცენტი დაანგრია. მსხვერპლის რიცხვი 30 000 ადამიანს აღემატება.
XS
SM
MD
LG