Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის ამჟამინდელი მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის


ევროკავშირის ამჟამინდელი მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, ირლანდიის პრემიერ-მინისტრ ბერტი აჰერნს არა გადაწურვია იმედი,

ევროკავშირის ამჟამინდელი მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, ირლანდიის პრემიერ-მინისტრ ბერტი აჰერნს არა გადაწურვია იმედი,
რომ ევროკავშირის კონსტიტუციაზე შეთანხმება ივნისის ბოლომდე მოხერხდება. ამის შესახებ აჰერნმა პარასკევს განაცხადა: [აჰერნის ხმა] "ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ საბოლოოდ მივაღწევთ შეთანხმებას კონსტიტუციაზე. ჩემი ამოცანაა, ვცადო მისი რაც შეიძლება მალე მიღწევა. მაგრამ ვერანაირი თავმჯდომარე ვერ მიაღწევს ერთსულოვნებას, თუ არ არის საერთო პოლიტიკური ნება". ეს სიტყვები აჰერნმა წარმოთქვა ბერლინში გამართულ ფორუმზე ევროპის 24 ქვეყნის 35 მინისტრის მონაწილეობით.
XS
SM
MD
LG