Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი


დღეს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი "სახელმწიფო დროშის შესახებ",

დღეს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი "სახელმწიფო დროშის შესახებ",
რომლის მიხედვითაც სახელმწიფო დროშად ხუთჯვრიანი დროშა გამოცხადდა. როგორც პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ, ის ფაქტი, რომ 1991 წლიდან მოყოლებული დროშასთან დაკავშირებით დისკუსია მიმდინარეობს, იმაზე მიუთითებს, რომ ქართველები კმაყოფილი არ იყვნენ დღემდე არსებული სიმბოლიკით. ჟვანიას განცხადებით, საქართველო არის არა მხოლოდ პირველი, 1918-1921 წლების რესპუბლიკის, არამედ მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრივი ტრადიციების მემკვიდრეც. სახელმწიფო მინისტრის თქმით, ხუთჯვრიანი დროშა ქართული დიდების სიმბოლოა. დღესვე პარლამენტმა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე დაამტკიცა ირაკლი ოქრუაშვილის, , ხოლო ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის პოსტზე - ირაკლი რეხვიაშვილის კანდიდატურები. საღამოს თბილისს ესტუმრა საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროპის კავშირის კოორდინატორი ხავიერ სოლანა, რომელიც ხვალ საქართველოს ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება.
XS
SM
MD
LG