Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდოეთმა და პაკისტანმა დაადასტურეს


ინდოეთმა და პაკისტანმა დაადასტურეს,

ინდოეთმა და პაკისტანმა დაადასტურეს,
რომ მზად არიან განაახლონ თერებვალში მოლაპარაკება ქაშმირისა და სხვა საკამათო საკთიხების მოსაგვარებლად. ამის შესახებ ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა. ჯერჯერობით არაა ცნობილი როდის და რა დონეზე ჩატარდება ეს მოლაპარაკება. პრინციპული შეთანხმება დიალოგის გაგრძელების შესახებ ამასწინანდელ რეგიონულ სამიტზე იქნა მიღწეული ისლამაბადში ინდოეთის პრემიერ-მინისტრს ათალ ბიჰარი ვაჯპაისა და პაკისტანის პრეზიდენტს ფერვეზ მუშარაფს შორის. ორმხრივ ურთიერთობაში "ლღვობის" დაწყებასთან ერთად ამ ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის საჰაერო, სარკინიგზო და საავტომობილო მიმოსვლა განახლდა.
XS
SM
MD
LG