Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა და ერაყის


აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა და ერაყის ლიდერებმა გაეროს მიმართეს თხოვნით,

აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა და ერაყის ლიდერებმა გაეროს მიმართეს თხოვნით,
ერაყში მიავლინოს ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც დაადგენდა, რამდენად შესაძლებელია უმოკლეს ხანში არჩევნების გამართვა ან წარმოადგენდა წინადადებებს ერაყის ახალი მთავრობის ჩამოყალიბების ალტერნატიული გზების შესახებ. ერაყის მმართველი საბჭოსა და აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი დროებითი სამოქალაქო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა განაცხადა, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე აუცილებელია კონსულტაციების გაგრძელება. [კოფი ანანის ხმა] "ერაყის მმართველ საბჭოსაც და დროებით ადმინისტრაციასაც სურთ, რომ გაერომ რაც შეიძლება მალე გაგზავნოს ერაყში თავისი წარმომადგენლები. მათი ამოცანა იქნება, შეაფასონ უახლოეს რამდენიმე თვეში არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა, ან, თუ ეს შეუძლებელია, წარმოადგინონ ალტერნატიული ვარიანტები." დღეს ბაღდადში ათეულათასობით შიიტმა მაჰმადიანმა მიიღო მონაწილეობა მშვიდობიან დემონსტრაციაში არჩევნების ჩატარებით მოთხოვნით.
XS
SM
MD
LG