Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავოსში აშშ-ის იუსტიციის მინისტრი ჯონ


დავოსში აშშ-ის იუსტიციის მინისტრი ჯონ ეშკროფტი გამოვიდა მოწოდებით, გაუმჯობესდეს საერთაშორისო თანამშრომლობა კორუფციის წინააღმდეგ

დავოსში აშშ-ის იუსტიციის მინისტრი ჯონ ეშკროფტი გამოვიდა მოწოდებით, გაუმჯობესდეს საერთაშორისო თანამშრომლობა კორუფციის წინააღმდეგ
ბრძოლაში. ეშკროფტის სიტყვებით, კორუფცია დიდ საფრთხეს უქმნის დემოკრატიასა და განვითარებას მთელს მსოფლიოში, აადვილებს მასობრივი განადგურების იარაღის დასამზადებლად გამოსადეგი მასალების კონტრაბანდას. ეშკროფტის მიერ მოყვანილი მაჩვენებლებით, კორუფცია შეადგენს 2 300 მილიარდ დოლარს, ანუ მსოფლიოში წლიური ეკონომიკის 7 პროცენტს. ეშკროფტი ფიქრობს, რომ აუცილებელია გამკაცრდეს კორუფციის წინააღმდეგ მიმართული ზომები მას შემდეგ, რაც გასულ თვეში 95-მა ქვეყანამ მოაწერა ხელი გაეროს კონვენციას.
XS
SM
MD
LG