Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ისრაელის ჯარისკაცებმა სულ ცოტა


დღეს ისრაელის ჯარისკაცებმა სულ ცოტა რვა პალესტინელი მოკლეს არმიის რეიდის დროს ქალაქ ღაზის გარეუბანში.

დღეს ისრაელის ჯარისკაცებმა სულ ცოტა რვა პალესტინელი მოკლეს არმიის რეიდის დროს ქალაქ ღაზის გარეუბანში.
ისრაელის არმიის წარმომადგენლის თქმით, ჯარისკაცები პალესტინელთა უბანში ჯავშნიანი მანქანით და ბულდოზერებით შევიდნენ. ისინი ებრაულ დასახლებებზე თავდასხმებისთვის პასუხისმგებელთ ეძებდნენ. სამხედროთა განცხადებით, პალესტინელებმა მათ ცეცხლი გაუხსნეს და ჯარისკაცებმა ცეცხლითვე უპასუხეს. დღესვე რამალაში პალესტინელთა ავტონომიის პრემიერ-მინისტრი აჰმედ ყორეი შეხვდა შეერთებული შტატების დიპლომატს, ჯონ ვოლფს, რომელიც სამშვიდობო გეგმის გამოცოცხლებას ცდილობს.
XS
SM
MD
LG