Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბერლინში იმყოფება ჩეჩენი მეამბოხეების წარმომადგენელი


ბერლინში იმყოფება ჩეჩენი მეამბოხეების წარმომადგენელი ახმედ ზაკაევი, რომელიც გერმანელ პარლამენტარებს შეხვდა.

ბერლინში იმყოფება ჩეჩენი მეამბოხეების წარმომადგენელი ახმედ ზაკაევი, რომელიც გერმანელ პარლამენტარებს შეხვდა.
აი, რა უთხრა მან ჩვენს რადიოს: [ზაკაევის ხმა] "ვითარება ჩეჩნეთში უდავოდ ახდნს გავლენას ვითარებაზე მთელს მსოფლიოში. მართალია, რუსეთი ირწმუნება, რომ ეს მისი საშინაო საქმეა, მაგრამ ასე დიდი ხანია აღარ არის! რუსეთი და ჩეჩნეთი არიან ევროპის ნაწილი და ეჭვი არ არის - ეს მთელს ცივილიზებულ სამყაროს ეხება". ზაკაევის თქმით, მან გერმანელ დეპუტატებს სთხოვა, რომ ევროკავშირი დაეხმაროს ჩეჩნებს და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უთხრას, ბოლო მოუღოს ომს. რუსეთს ზაკაევზე ტერორიზმში ბრალდებით ძებნა აქვს გამოცხადებული, მაგრამ მან თავშესაფარი მიიღო ბრიტანეთში. ბერლინში ის გერმანია-კავკასიის საზოგადოების მიწვევით იმყოფება.
XS
SM
MD
LG