Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის ბირთვული იარაღის შემქმნელმა აბდულ


პაკისტანის ბირთვული იარაღის შემქმნელმა აბდულ ყადირ ხანმა,

პაკისტანის ბირთვული იარაღის შემქმნელმა აბდულ ყადირ ხანმა,
რომელიც ეჭვმიტანილია სხვა ქვეყნებისთვის საიდუმლო ტექნოლოგიების გადაცემაში, საჯაროდ მოიხადა ბოდიში პაკისტანელი ხალხის წინაშე. სატელევიზიო გამოსვლაში ხანმა განაცხადა, რომ თავისი ინიციატივით მოქმედებდა და მომხდარისთვის მთელ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს. მეცნიერმა აღიარა, რომ სერიოზული ზარალი მიაყენა თავისი ქვეყნის უსაფრთხოებას. პაკისტანის პრეზიდენტ ფერვეზ მუშარაფთან შეხვედრაზე ხანმა მას შეწყალება სთხოვა. [ხანის ხმა] "ვაცხადებ, რომ თანამშრომლები, რომლებიც ჩემთან ერთად მუშაობდნენ, მთლიანად მენდობოდნენ და მკაცრად ასრულებდნენ ჩემს განკარგულებებს... მინდა აგრეთვე განვაცხადო, რომ მთავრობის მხრიდან არავითარი მითითება არ მიმიღია. საიდუმლო ინფორმაციის გავრცელებისთვის მთელი პასუხისმგებლობა მხოლოდ მე მაწევს და გთხოვთ, მომიტევოთ", განაცხადა აბდულ ყადირ ხანმა.
XS
SM
MD
LG