Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყიდან მოსული ცნობებით, ამ ქვეყანაში


ერაყიდან მოსული ცნობებით, ამ ქვეყანაში ყველაზე გავლენიანი შიიტი სასულიერო პირი აიათოლა ალი ალ-სისტანი ხუთშაბათს მოკვლას გადაურჩა.

ერაყიდან მოსული ცნობებით, ამ ქვეყანაში ყველაზე გავლენიანი შიიტი სასულიერო პირი აიათოლა ალი ალ-სისტანი ხუთშაბათს მოკვლას გადაურჩა.
ინციდენტის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, მაგრამ როგორც საინფორმაციო სააგენტო ფრანს პრესი იუწყება, ალ-სისტანის ოფისმა დაადასტურა არაბულენოვან ტელეკომპანია "ალ-ჯაზირას" მიერ გავრცელებული ცნობა, რომ შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს სასულიერო პირის ამალას ქალაქ ნაჯაფში. შიიტი პოლიტიკოსის, მუაფაკ ალ-რუბეის თქმით კი, ის ნაჯაფში ხუთშაბათს შეხვდა ალ-სისტანის, რომელსაც არაფერი დაშავებია.
XS
SM
MD
LG