Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში ადამიანის უფლებათა სამინისტრო შეიქმნა.


ერაყში ადამიანის უფლებათა სამინისტრო შეიქმნა.

ერაყში ადამიანის უფლებათა სამინისტრო შეიქმნა.
გახსნის ცერემონიალს, ახალ მინისტრთან, აბდულ ბასით თურქთან ერთად, ამერიკა-ბრიტანეთის დროებითი ადმინისტრაციის უფროსი პოლ ბრემერი დაესწრო. მან გამოთქვა იმედი, რომ ახალი სამინისტრო დაანახებს იმ ადამიანებს, ვინც ერაყში ახალი სამხედრო ოპერაციის წინააღმდეგ გამოდიოდა, რომ კოალიციის ძალებს ამაოდ არ დაუმხიათ სადამ ჰუსეინის რეჟიმი [პოლ ბრემერის ხმა]: "შეერთებულ შტატებში, ევროპასა და რიგ ქვეყნებში გაჩაღებულია დისკუსია - სწორად მოიქცა თუ არა კოალიცია, როცა ერაყელი ხალხი სადამ ჰუსეინის დიქტატურისაგან გაათავისუფლა. დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს თვეებსა და წლებში თქვენი სამინისტრო თავისი საქმიანობით პასუხს გასცემს ამ შეკითხვას", - განაცხადა პოლ ბრემერმა.
XS
SM
MD
LG