Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხვალ გაერო გამოაქვეყნებს მოხსენებას ერაყის


ხვალ გაერო გამოაქვეყნებს მოხსენებას ერაყის პოლიტიკურ მომავალთან დაკავშირებით. ეს დოკუმენტი გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა მოამზადა.

ხვალ გაერო გამოაქვეყნებს მოხსენებას ერაყის პოლიტიკურ მომავალთან დაკავშირებით. ეს დოკუმენტი გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა მოამზადა.
აი, რა განაცხადა მოხსენების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა, რომელიც ტოკიოში იმყოფება:[კოფი ანანის ხმა] "მე გავეცანი მოხსენებას, რომელიც ერაყში სტუმრობის შედეგად მოამზადა ექსპერტთა ჯგუფმა ბატონ ლახდან ბრაჰიმის ხელმძღვანელობით. ჩემი აზრით, მათი რეკომენდაციები საფუძველს ჩაუყრის ერაყში არჩევნების სამზადისის შემდგომ წინსვლას. მაგრამ ჯერ კიდევ არსებობს მრავალი მნიშვნელოვანი პრობლემა და საკითხი, რომლებსაც პასუხი უნდა გავცეთ." ერაყის დროებითი სამოქალაქო ადმინისტრაციის ამერიკელმა ხელმძღვანელმა პოლ ბრემერმა განაცხადა, რომ ერაყში არჩევნების მომზადებას, შესაძლოა, 15 თვე დასჭირდეს.
XS
SM
MD
LG