Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთმა კორეამ გამოთქვა მზადყოფნა, უარი


ჩრდილოეთმა კორეამ გამოთქვა მზადყოფნა, უარი თქვას ბირთვულ პროგრამაზე, თუ აშშ თავის მხრივ შეწყვეტს "მტრულ პოლიტიკას"

ჩრდილოეთმა კორეამ გამოთქვა მზადყოფნა, უარი თქვას ბირთვულ პროგრამაზე, თუ აშშ თავის მხრივ შეწყვეტს "მტრულ პოლიტიკას"
ამ ქვეყნის წინააღმდეგ. პეკინში ჩრდილოეთი კორეის ელჩმა ჩუ ძინ სუმ აღნიშნა ასევე, რომ 6 ქვეყნის წარმომადგენლების მონაწილეობით პეკინში მიმდინარე მოლაპარაკებაზე წინსვლას ვერ აღწევენ, ჩრდილოკორეელი დიპლომატის სიტყვებით, ვაშინგტონის "მკაცრი პოლიტიკის" გამო. ვაშინგტონში კი შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა განაცხადა, რომ მოლაპარაკება ჯერ-ჯერობით დამაიმედებელია. მოლაპარაკება 6 ქვეყნის - ჩინეთის, რუსეთის, იაპონიის, შეერთებული შტატებისა და ორი კორეის მონაწილეობით პეკინში ხვალ განახლდება.
XS
SM
MD
LG