Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ედუარდ შევარდნაძის ოჯახი, საქართველოს ყოფილი


ედუარდ შევარდნაძის ოჯახი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სიძის, გიორგი ჯოხთაბერიძის საქმეში უცხოელი ექსპერტებისა და ადვოკატების ჩართვას გეგმავს.

ედუარდ შევარდნაძის ოჯახი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სიძის, გიორგი ჯოხთაბერიძის საქმეში უცხოელი ექსპერტებისა და ადვოკატების ჩართვას გეგმავს.
ჯოხთაბერიძის მეუღლის მანანა შევარდნაძის განცხადებით, საქმე გვაქვს პოლიტიკურ ანგარიშსწორებასა და ზეწოლასთან, რის საფუძველზეც გუშინ თბილისის საოლქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა გიორგი ჯოხთაბერიძის ვექილის გიორგი ყავლაშვილის შუამდგომლობა და კომპანია "მაგთიკომის" დამფუძნებელი სამთვიან წინასწარ პატიმრობაში დატოვა. მანანა შევარდნაძის თქმით, მას ადგილობრივი სასამართლოს სამართლიანობის არავითარი იმედი აღარ აქვს და ამიტომ იძულებული გახდა მოეწვია საერთაშორისო ექსპერტები, რომლებიც საქმეში მალე ჩაერთვებიან. გუშინ საოლქო სასამართლომ უარით უპასუხა ვექილის შუამდგომლობას, რომლის მიხედვით ბრალდებულის მხარე, ჯოხთაბერიძის თავდებით გათავისუფლების სანაცვლოდ, მზად იყო, ორი მილიონი ლარი გადაეხადა.
XS
SM
MD
LG