Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს, სახელმწიფო კანცელარიის შენობასთან, საპროტესტო


დღეს, სახელმწიფო კანცელარიის შენობასთან, საპროტესტო აქცია გამართეს ომეგა ჯგუფის" თანამშრომლებმა,

დღეს, სახელმწიფო კანცელარიის შენობასთან, საპროტესტო აქცია გამართეს ომეგა ჯგუფის" თანამშრომლებმა,
რომლებიც "ომეგას" საქმეში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჩარევას მოითხოვდნენ. აქციის მონაწილენი ითხოვდნენ, აგრეთვე, რომ "ომეგა ჯგუფის" თანამშრომლებს ოფისებსა და საწარმოებში შესვლის უფლება მიეცეთ. მათივე ინფორმაციით, უმუშევრად რჩება ოთხი ათასამდე პირი, ხოლო სამუშაო პროცესი თითქმის ორი კვირაა, შეწყვეტილია. გენერალურმა პროკურატურამ "ომეგა ჯგუფში" საგამოძიებო ღონისძიებების დაახლოებით ამ ორი კვირის წინათ დაიწყო, დააყადაღა მისი ქონება და ჩხრეკა ჩაატარა ქვეყნის მასშტაბით მოქმედ "ომეგას" ყველა ოფისში, და ამ ჯგუფის კუთვნილ ტელეკომპანია "იბერიაში". გენპროკურატურის განცხადებით, გატარებული ღონისძიებების შედეგად ბევრი კანონდარღვევა იქნა გამოვლენილი. "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის მეუღლე, დეპუტატი ნატო ჩხეიძე აცხადებს, რომ საქმე გვაქვს პოლიტიკურ ანგარიშსწორებასთან იმ ორგანიზაციის მიმართ, რომლის ბიზნესსაც ვერ აკონტროლებენ.
XS
SM
MD
LG