Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის მმართველი საბჭოს წევრები "უპრეცედენტო


ერაყის მმართველი საბჭოს წევრები "უპრეცედენტო ისტორიულ მოვლენად" აფასებენ ქვეყნის დროებითი კონსტიტუციის მიღებას.

ერაყის მმართველი საბჭოს წევრები "უპრეცედენტო ისტორიულ მოვლენად" აფასებენ ქვეყნის დროებითი კონსტიტუციის მიღებას.

დოკუმენტი მიღებულ იქნა დღეს, ცხარე დისკუსიების შედეგად. მმართველი საბჭოს წევრმა ადნან პაჩაჩიმ განაცხადა: [ადნან პაჩაჩის ხმა] "ჩვენ ერთხმად მივიღეთ ეს დოკუმენტი, რომელიც გარდამავალ პერიოდში ერაყის ძირითადი კანონი იქნება. სხვა საკითხებს შორის, კონსტიტუცია შეიცავს მოზრდილ თავს ადამიანის უფლებებზე, რაც ერაყისთვის სრულიად უპრეცედენტოა." დღეს დოკუმენტს ხელი მოაწერა ერაყის დროებითი სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პოლ ბრემერმა. მმართველი საბჭოს მიერ ერაყის დროებითი კონსტიტუციის მიღებას მიესალმნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი და თავდაცვის მინისტრი დონალდ რამსფელდი.
XS
SM
MD
LG