Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკედონიაში გაიმართა პრეზიდენტ ბორის ტრაიკოვსკის


მაკედონიაში გაიმართა პრეზიდენტ ბორის ტრაიკოვსკის დაკრძალვის ცერემონია. ტრაიკოვსკი ავიაკატასტროფაში დაიღუპა გასულ კვირაში.

მაკედონიაში გაიმართა პრეზიდენტ ბორის ტრაიკოვსკის დაკრძალვის ცერემონია. ტრაიკოვსკი ავიაკატასტროფაში დაიღუპა გასულ კვირაში.
სამგლოვიარო ცერემონიაში, მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში, მონაწილეობდნენ შეერთებული შტატების, რუსეთის, დიდი ბრიტანეთის, ჩინეთის, ნატოს, აგრეთვე პოლონეთის, უნგრეთის, ჩეხეთის, სლოვაკეთის დელეგაციები. ევროკომისიის თავმჯდომარემ, რომანო პროდიმ მაკედონიის ხელისუფლებას მოუწოდა, ბორის ტრაიკოვსკის ხსოვნის უკვდავსაყოფად გააგრძელოს ევროპასთან დაახლოების კურსი. [პროდის ხმა] "დღეს ჩვენ ბორის ტრაიკოვსკის ვემშვიდობებით, მაგრამ გვწამს მაკედონიის პოლიტიკური მომავლისა და იმ იდეალებისა, რომლებისთვისაც იბრძოდა ბორისი მთელი ცხოვრების მანძილზე. მისი ტრაგიკული სიკვდილი ჩვენთვის ყველასთვის დიდი დანაკარგია." სკოპიეს ქუჩებში ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა პრეზიდენტთან გამოსამშვიდობებლად.
XS
SM
MD
LG