Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგანგებო სხდომაზე, ორშაბათს ვენაში, ატომური


საგანგებო სხდომაზე, ორშაბათს ვენაში, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელობამ

საგანგებო სხდომაზე, ორშაბათს ვენაში, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელობამ
ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული პრობლემები განიხილა. სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა მოჰამედ ელ-ბარადეიმ განაცხადა, რომ საანგარიშო მოხსენებაში, რომელიც გასულ ოქტომბერს წარმოადგინა ირანმა, არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, რომ თეირანს ხელთა აქვს ტექნოლოგია იმ ცენტრიფუგების შესაქმნელად, რომლებიც ბირთვული შეიარაღებისათვის საჭირო გამდიდრებული ურანის წარმოებაში გამოიყენება. ელ-ბარადეის თქმით, ირანიცა და ლიბიაც წლების განმავლობაში არღვევდნენ ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულების პირობებს. "უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ირანმა ითანამშრომლოს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან და მოგვაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია თავისი ბირთვული პროგრამის შესახებ" - განაცხადა ხსენებული სააგენტოს წარმომადგენელმა მელისა ფლემინგმა.
XS
SM
MD
LG