Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში ამერიკული სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა


ერაყში ამერიკული სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პოლ ბრემერმა განმეორებით გამოთქვა მოსაზრება,

ერაყში ამერიკული სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პოლ ბრემერმა განმეორებით გამოთქვა მოსაზრება,
რომ თავდასხმები ერაყში, სავარაუდოდ, იმატებს, რაც უფრო მოახლოვდება ძალაუფლების ერაყის მთავრობისათვის ჩაბარება 30 ივნისს. ბრემერის თქმით, ამის მიზეზი ის არის, რომ ტერორისტებს ესმით: როცა ერაყში დემოკრატია იქნება, აღარ იარსებებს თავდასხმების მოწყობის საბაბი. დღეს უფრო ადრე ამერიკელმა სამხედრო სარდალმა გენერალ-ლეიტენანტმა რიკარდო სანჩესმა აღნიშნა, რომ ამერიკის ჯარები ერაყს გააკონტროლებენ მას შემდეგაც, რაც ივნისში ერაყის სუვერენობა აღდგება. მისი განმარტებით, ამერიკელი სამხედროები განაგრძობენ უშიშროების ოპერაციების განხორციელებას მანამდე, სანამ ამის გაკეთებას ერაყის უშიშროების ძალები შეძლებენ.
XS
SM
MD
LG