Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, აჭარაში მიმდინარე


მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, აჭარაში მიმდინარე მოვლენები

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, აჭარაში მიმდინარე მოვლენები
ამ რეგიონში საპარლამენტო არჩევნების ჩაშლის მცდელობას უკავშირდება. ფოთში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ ღონისძიებათა მიზანია, აჭარაში ჩაიშალოს ან ტოტალურად გაყალბებულ იქნეს 28 მარტისთვის დანიშნული საპარლამენტო არჩევნები, არ იქნეს დაშვებული რეგიონის ხელისუფლების დემოკრატიული გზით შეცვლა. "ამ ქმედებების მიზანია, ასევე, ოპოზიციის წარმომადგენელთა დაპატიმრება, დარბევა, ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა და ყველა დემოკრატიული ნორმის მოშლა საქართველოს ამ კუთხეშიო", - დასძინა სააკაშვილმა. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სიტუაცია უკიდურესად გამწვავდა გუშინ, მას შემდეგ, რაც ავტონომიის ხელმძღვანელის, ასლან აბაშიძის კონტროლქვეშ მყოფმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა პრეზიდენტი სააკაშვილი აჭარის ტერიტორიაზე არ შეუშვეს.
XS
SM
MD
LG