Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატები შეშფოთებულია აჭარის ავტონომიის


შეერთებული შტატები შეშფოთებულია აჭარის ავტონომიის გარშემო შექმნილი ვითარების გამო.

შეერთებული შტატები შეშფოთებულია აჭარის ავტონომიის გარშემო შექმნილი ვითარების გამო.
ამის შესახებ განუცხადა ჟურნალისტებს ფოთში ჩასულმა აშშ-ის ელჩმა რიჩარდ მაილსმა. მისი განცხადებით, აშშ და საერთაშორისო ორგანიზაციები მზად არიან კონფლიქტის მოსაგვარებლად ორივე მხარეს ყოველგვარი დახმარება გაუწიონ, თუმცა არსებული სიტუაციიდან გამოსავლის გეგმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და აჭარის ხელმძღვანელმა ასლან აბაშიძემ უნდა შეადგინონ. მაილსის თქმით, კონფლიქტი მშვიდობიანი გზით უნდა მოგვარდეს. ფოთში რიჩარდ მაილსი ჩავიდა, რათა შეხვედროდა პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას, რომელიც იქ ანტიკრიზისულ ცენტრს ხელმძღვანელობს.
XS
SM
MD
LG