Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის ლიდერები იმედს გამოთქვამენ, რომ


სომხეთის ლიდერები იმედს გამოთქვამენ, რომ აჭარის გარშემო წარმოშობილი დაძაბულობა

სომხეთის ლიდერები იმედს გამოთქვამენ, რომ აჭარის გარშემო წარმოშობილი დაძაბულობა
უახლოეს მომავალში, მშვიდობიანად მოგვარდება. პრეზიდენტმა რობერტ ქოჩარიანმა გამოხატა რწმენა, რომ საქართველოსა და მისი ავტონომიური რეგიონის ხელმძღვანელები მოლაპარაკების მაგიდასთან შეძლებენ შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის პოვნას. ქოჩარიანმა საგანგებოდ აღნიშნა, რომ ბათუმის პორტის მუშაობა სომხეთის ეკონომიკისთვისაც უაღრესად მნიშვნელოვანია. თავდაცვის მინისტრმა, სერჟ სარქისიანმა განაცხადა, რომ საქართველოს სტაბილურობით სასიცოცხლოდ არის დაინტერესებული სომხეთიც. მინისტრის თქმით, მას ეჭვი არ ეპარება, რომ საქართველოში სტაბილურობა შენარჩუნებულ იქნება.
XS
SM
MD
LG