Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს მიიღო


უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს მიიღო გადაწყვეტილება,

უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს მიიღო გადაწყვეტილება,
რომელიც პრეზიდენტ ლეონიდ კუჩმას საშუალებას აძლევს, კონსტიტუციაში შეიტანოს ცვლილებები ოქტომბერში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებამდე. ლაპარაკია გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვით კუჩმას მიერ შეთავაზებული ცვლილებები კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება. ეს ცვლილებები ითვალისწინებს პრეზიდენტის უფლებამოსილების შეკვეცას და პარლამენტის უფლებამოსილების გაზრდას. ამჟამინდელი პარლამენტი კი სავსესა კუჩმას მომხრეებით. ოპოზიცია, ისევე როგორც ადამიანის უფლებების დამცველი არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია აკრიტიკებს კუჩმას გადაწყვეტილებას. დღესვე უკრაინის პარლამენტმა მხარი დაუჭირა საპრეზიდენტო არჩევნების გამართვას 31 ოქტომბერს. ჯერ-ჯერობით 4 ადამიანსა აქვს გამოთქმული არჩევნებში ჩართვის სურვილი.
XS
SM
MD
LG