Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვოში ორი ალბანელი ბიჭი დაკრძალეს.


კოსოვოში ორი ალბანელი ბიჭი დაკრძალეს. ისინი გასულ კვირაში,

კოსოვოში ორი ალბანელი ბიჭი დაკრძალეს. ისინი გასულ კვირაში,
როგორც უბედურ შემთხვევას გადარჩენილი ალბანელი ბავშვი ამბობს, სერბი ბავშვებისგან თავის დაღწევის მიზნით მდინარეში შევიდნენ, რაც მათთვის საბედისწერო აღმოჩნდა. კოსოვოს ალბანელმა პრემიერ-მინისტრმა ბაირამ რეჯეპიმ დაკრძალვის ცერემონიაზე განაცხადა: [რეჯეპის ხმა] "მართლაც ძნელია სიტყვების პოვნა იმ ოჯახების ტკივილის შესამსუბუქებლად, რომლებმაც თავიანთი უსაყვარლესი წევრები დაკარგეს". ალბანელი ბავშვების დაკრძალვას ათასობით ადამიანი დაესწრო. ცერემონიამ მშვიდობიანად ჩაიარა. შეგახსენებთ, გასული კვირის ინციდენტმა კოსოვოში ეთნიკური შუღლის ნიადაგზე ძალადობის გაღვივება გამოიწვია. არეულობამ 28 ადამიანი იმსხვერპლა, 600 დაშავებულია. კოსოვოს დედაქალაქიდან 40 კილომეტრში მდებარე სოფელ კაბრაში დაკრძალვის ცერემონიის მშვიდობიანად წარმართვის უზრუნველსაყოფად ნატოს მშვიდობისდამცველებმა სოფელთან მისასვლელთან დამატებითი ბლოკ-პოსტები შექმნეს.
XS
SM
MD
LG