Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესპანეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, გამოძიების


ესპანეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, გამოძიების

ესპანეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, გამოძიების
დასრულებამდე მადრიდის 11 მარტის აფეთქებებში ეჭვმიტანილი კიდევ 4 ადამიანი რჩება პატიმრობაში. ეჭვმიტანილები არიან სამი მაროკოელი და ერთი ესპანელი. ეს უკანასკნელი ტერორისტებთან თანამშრომლობის გამოა დაკავებული. მას ბრალად ტერორისტებისთვის ასაფეთქებელი ნივთიერებების მიწოდება ედება. სამხილების არარსებობის გამო ერთი მაროკოელი უკვე გაათავისუფლეს.დღეისათვის ესპანეთის სამართალდამცავებმა მადრიდში განხორციელებულ ტერორისტული აქტის ორგანიზების მოტივით 13 ეჭვმიტანილის დაკავება შესძლეს. მათ შორის 10 წარმოშობით მაროკოელია. დღესვე ესპანეთის ოფიციალურმა წყაროებმა მადრიდის აფეთქებების დროს გარდაცვლილთა ზუსტი ციფრი დაადგინეს - 190 ადამიანი.

XS
SM
MD
LG