Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ დღეს


ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ დღეს განაცხადა, რომ

ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ დღეს განაცხადა, რომ
ნაციონალური არჩევნები აგვისტომდე არ ჩატარდება იმ შემთხვევაშიც კი თუ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ რთულ პროვინციებში ამომრჩევლის რეგისტრაცია წარმატებით დასრულდება.
აღნიშნული განცხადება კარზაიმ ქაბულში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან, კოლინ პაუელთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. კარზაის თქმით, ავღანეთის მთავრობას არჩევნების ჩატარებას ივნისში, ივლისში ან აგვისტოში სურს. არჩევნები კალენდრის მიხედვით, ივნისში უნდა გამართულიყო. მაგრამ ქვეყანაში შექმნილმა უსაფრთხოებისა და აღრიცხვიანობის პრობლემებმა ბევრ ავღანელს შეუქმნა საარჩევნო რეგისტრაციის პრობლემა.
კარზაიმ ასევე აღნიშნა, რომ ის და პაუელი დაეთანხმნენ ერთმანეთს იმაში, რომ ანტიტერორისტული კოოპერაციის გაგრძელება ავღანეთში, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით თალიბანისა და ალყაიდას წინააღმდეგ ნადირობა მიმდინარეობს, კვლავაც უნდა გაგრძელდეს.

პაუელმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ავღანეთის რეკოსტრუქციისათვის კიდევ დამატებით მილიონ დოლარს გაიღებს ბერლინში, დონორთა კონფერენციაზე, რომელიც მოგვიანებით ამ თვეში გაიმართება. მისი თქმით მიმდინარე წელს ამერიკის შეერთებული შტატების კონტრიბუცია ავღანეთისადმი 2 მილიარდ 200 მილიონ დოლარს შეადგენს.




XS
SM
MD
LG