Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიუსელში დასრულდა ევროკავშირის 2-დღიანი სამიტი


ბრიუსელში დასრულდა ევროკავშირის 2-დღიანი სამიტი - ბოლო ასეთი შეხვედრა კავშირში 1 მაისს 10 ახალი წევრის მიღებამდე.

ბრიუსელში დასრულდა ევროკავშირის 2-დღიანი სამიტი - ბოლო ასეთი შეხვედრა კავშირში 1 მაისს 10 ახალი წევრის მიღებამდე.
სამიტის მონაწილეებმა პირობა დადეს, რომ ივნისის შუა რიცხვებამდე დამთავრდება მოლაპარაკება ახალ კონსტიტუციაზე. ახალ კონსტიტუციაზე შეთანხმების წინა მცდელობა შარშან დეკემბერში წარუმატებლად დამთავრდა კენჭისყრის საკითხში ესპანეთისა და პოლონეთის წინააღმდეგობის გამო. ევროპარლამენტის პრეზიდენტი პეტ კოქსი ახალი კონსტიტუციის საკითხში გარღვევაზე ლაპარაკობს. გარდა ამისა ევროკავშირის სამიტის მონაწილეებმა პირობა დადეს, რომ განაახლებენ ძალისხმევას 2000 წელს შეთანხმებული ეკონომიკური რეფორმების განსახორციელებლად. მათვე დაამტკიცეს ტერორიზმის წინააღმდეგ მოქმედების გეგმა, ხოლო გუშინ შემოიღეს უშიშროების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი რანგის პირის პოსტი. ამ პოსტზე ჰოლანდიელი გის დე ვრიესია წარდგენილი.
XS
SM
MD
LG