Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთის მმართველ, მემარცხენე დემოკრატთა კავშირს


პოლონეთის მმართველ, მემარცხენე დემოკრატთა კავშირს არ მიაჩნია აუცილებლად ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება,

პოლონეთის მმართველ, მემარცხენე დემოკრატთა კავშირს არ მიაჩნია აუცილებლად ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება,
მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა გადადგომას აპირებს. ამის შესახებ შაბათს ხსენებული კავშირის თავმჯდომარემ კშიშტოფ იანიკმა განაცხადა. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მემარცხენე დემოკრატთა კავშირის ყოფილმა ლიდერმა ლეშჩეკ მილერმა გამოაცხადა, რომ ორ მაისს, ანუ ევროკავშირში პოლონეთის შესვლის მეორე დღეს, დატოვებს დაკავებულ თანამდებობას. ამჟამინდელი პარლამენტის უფლებამოსილების ვადა 2005 წლის ბოლოს იწურება. ოპოზიცია ვადამდელი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს, ვინაიდან მემარცხენე დემოკრატების პოპულარობა მკვეთრად დაეცა კორუფციასთან დაკავშირებული სკანდალებისა და რეფორმების წარუმატებლად გატარებისთვის.
XS
SM
MD
LG