Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო 28 მარტის საპარლამენტო არჩევნების წინ


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 28 მარტიდან, ევროპის მსგავსად, საქართველო ზაფხულის დროზე გადადის. 28 მარტის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაზე დიდად არის დამოკიდებული, როგორ შეაფასებენ საერთაშორისო

ორგანიზაციები საქართველოს ახალი ხელისუფლების დემოკრატიულობის დონეს: თუ არჩევნები შედარებით ღიად და სამართლიანად ჩატარდა, ეს კიდევ ერთი დამატებითი ქულა იქნება, ნოემბრის მოვლენების შემდეგ, ხელისუფლებაში მოსული ახალი ლიდერების სასარგებლოდ.

როგორც გახსოვთ, საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შემდეგ თბილისში ჩამოსულმა ევროპის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა შვიმერმა განაცხადა, რომ საქართველოს დემოკრატიულობაში გამოცდის ჩაბარება საპარლამენტო არჩევნებისას მოუწევდა. და თუ ეს ასეა, შეიძლება ითქვას, რომ 28 მარტს არა მხოლოდ ხელისუფლებას, არამედ ჩვენ ყველას - პოლიტიკურ პარტიებს და, რაც მთავარია, ამომრჩეველს - დემოკრატიაში გამოცდა გველის.
პარტიებისას ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ამომრჩევლისთვის გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის აუცილებელია არჩევნებში მონაწილეობა. როგორც იცით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ გაგივლიათ წინასწარი რეგისტრაცია, 28 მარტს გეძლევათ საშუალება საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ხმა მისცეთ მას, ვინც, თქვენი აზრით, ხელს შეუწყობს საქართველოში უკეთესი ცხოვრებისათვის აუცილებელი პირობების შექმნას. უკეთესი ცხოვრება კი ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევქმნათ.
უკანასკნელი ცნობებით, არჩევნების დღეს შინაგანი ჯარი და გვარდია კვლავ ყაზარმულ მდგომარეობაში იქნებიან გადაყვანილნი - ასე ხდებოდა საქართველოში წინა ხელისუფლების დროსაც. საგანგებო მდგომარეობაში იმუშავებს 28 მარტს შინაგან საქმეთა სამინისტროც, რათა ამომრჩეველმა მთელი ქვეყნის მასშტაბით შეძლოს არჩევნებში მონაწილეობა. სხვათა შორის, უშიშროების სამინისტროს განცხადებით, გარკვეული ძალები 28 მარტს სამეგრელოში შეიარაღებული დაპირისპირების პროვოცირებას გეგმავდნენ. ამის თაობაზე განცხადება 27 მარტს უშიშროების მინისტრის მოადგილემ გიგი უგულავამ გააკეთა:
[ გიგი უგულავას ხმა] " მოტივი აქ ბუნებრივი და გასაგებია: ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობას ხელს აძლევდა, ცენტრალურ ხელისუფლებას ყურადღება სხვა რეგიონზე გადაეტანა და შემდეგ, ამის პარალელურად, მოხდებოდა იქ, აჭარაში, ოპოზიციის დარბევა, რაც ხელს შეუშლიდა არჩევნების ნორმალურად ჩატარებას."
ჩვენი კორესპონდენტი ზუგდიდში ლაშა ბერულავა იუწყება, რომ სამეგრელოში 27 მარტს მართლაც იგრძნობოდა პოლიციელთა სიმრავლე, თუმცა ამას გამართლებაც ჰქონდა: 27 მარტს სამეგრელო კვლავ საქართველოს პრეზიდენტს მასპინძლობდა.
XS
SM
MD
LG