Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი, მისივე


ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი, მისივე თქმით, ძალიან კმაყოფილია დონორთა საერთაშორისო კონფერენციით,

ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი, მისივე თქმით, ძალიან კმაყოფილია დონორთა საერთაშორისო კონფერენციით,
რომელიც დღეს დასრულდა ბერლინში. კარზაის ეს კომენტარი მოჰყვა დონორი ქვეყნების დაპირებას, რომ ავღანეთს მომავალი 3 წლის მანძილზე 8 მილიარდ დოლარს მიაწვდიან. [კარზაის ხმა] "ავღანეთი სანდო პარტნიორი იქნება. ჩვენ სამშობლოში დავბრუნდებით დაპირებით, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ჩვენი მტკიცე მხარდამჭერი, ჩვენი პარტნიორი იქნება. მადლობას გიხდით ავღანელი ხალხის სახელით!" ავღანეთის ფინანსთა მინისტრ აშრაფ ღანის განმარტებით, 3 მილიარდი მოხმარდება უშიშროების გაუმჯობოესებას. დღეს დონორთა კონფერენციის მონაწილეებმა ისაუბრეს სწორედ უშიშროების გაუმჯობესების გზებზე. იუწყებიან ასევე, რომ კონფერენციაზე ავღანეთმა და მისმა 6-მა მეზობელმა - ჩინეთმა, ირანმა, პაკისტანმა, ტაჯიკეთმა, თურქმენეთმა და უზბეკეთმა - ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელიც ითვალისწინებს ნარკობიზნესის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის გაუმჯობესებას.
XS
SM
MD
LG